Warranty


საგარანტიო მომსახურება გულისხმობს:


o    გაყიდვის შემდეგ დაზიანებული ნივთის შეკეთებას ქვემოთ მოცემული პირობების მიხედვით;
o    საგარანტიო პერიოდში მოწყობილობის უფასო და აუცილებელ შეკეთებას, რაც მოიცავს პროგრამულ მომსახურებას, შეკეთებას და სათადარიგო ნაწილს.
o    სარემონტო ვადას კომპანიის მიერ დადგენილი წესების თანახმად, რომელიც განისაზღვრება შესაკეთებელი ნივთის სერვისცენტრში წარდგენიდან 60 (სამოცი) სამუშაო დღით.
o    საგარანტიო პირობებს მოემსახურება კომპანია F1, მისამართი: გიორგი სააკაძის II ჩასახვევი, 11, ტელეფონი: (+995 32) 247-27-27
o    საგარანტიო პირობებზე სრულიად პასუხისმგებელია Gaming-Laptops.ge 

o      საგარანტიო მომსახურების მისაღებად მომხმარებელმა სერვის ცენტრში აუცილებლად უნდა წარადგინოს საგარანტიო ტალონი.



წუნდებული პროდუქციის ახლით ჩანაცვლება ხდება, თუ:


o    ნივთს გახსნისთანავე (ყიდვის მომენტში) დაუფიქსირდა ვიზუალური დეფექტი. (აუცილებელია ნივთის ვიზუალური დათვალიერება ყიდვის მომენტში კომპანიის წარმომადგენლის თანდასწრებით, ვინაიდან მომავალში ვიზუალური დეფექტის გამო მოწყობილობა აღარ შეიცვლება);

o    ნივთს შეძენიდან 3 (სამი) დღის ვადაში აღმოაჩნდა ქარხნული დეფექტი (აქ არ იგულისხმება ვიზუალური დაზიანება და პროგრამული ხარვეზი), სერვისცენტრი გასცემს წუნდებული მოწყობილობის შეცვლის აქტს. იმ შემთხვევაში თუ პროდუქტის პირვანდელი სახე დაზიანებების გარეშეა შენარჩუნებული და აღნიშნულ ვადაში ნოუთბუქი წარმოდგენილია სრული კომპლექტაციითა და დაუზიანებელი ყუთით;

o    თუ მოწყობილობას 2 თვის მანძილზე გამოუვლინდა ქარხნული წუნით გამოწვეული დაზიანება და ჩვენი სერვის ცენტრი გასცემს დასკვნას ამ დაზიანების შესახებ, კომპანია პასუხისმგებლობას იღებს ნივთის შეკეთებაზე 60 დღის განმავლობაში, თუ ამ პერიოდში ნივთი ვერ შეკეთდა მოხდება ინდივიდუალური მოლაპარაკება ნივთის მეპატრონესთან.  


საგარანტიო მომსახურება არ ხორციელდება/უქმდება, თუ:


o    გასულია საგარანტიო ვადა;
o    საგარანტიო ტალონი არ არის წარმოდგენილი/დაკარგულია;
o    საგარანტიო ტალონში მონაცემები წაშლილია, შეცვლილია ან გადაკეთებულია;
o    საგარანტიო ტალონში ან ნივთის კორპუსზე არ იკითხება ან ამძვრალია სერიული ნომერი/იმეი კოდი;
o    ნივთის ყუთი დაკარგულია ან დაზიანებულია;
o    მოწყობილობას აღენიშნება ვიზუალური ან მექანიკური დეფექტი/დაზიანება;
o    დაზიანებულია ან ამძვრალია პლომბი ან ლუქი;
o    მოწყობილობა გამოიყენებოდა მისი დანიშნულებისთვის შეუსაბამო მიზნით;
o    დაზიანება სამონტაჟო სამუშაოების არაკვალიფიციურად შესრულებამ გამოიწვია;
o    მოწყობილობა დააზიანა მომხმარებელმა ტრანსპორტირებისას;
o    მოწყობილობა დაზიანდა მის გვერდით განთავსებული სხვა მოწყობილობის გამო;
o    მოწყობილობა დაშლილია (გახსნილია) თვითნებური შეკეთების ან რაიმე სხვა მიზნით;
o    დაზიანება კომპიუტერულმა ვირუსმა ან შეუსაბამო ფაილებმა გამოიწვია;
o    დაზიანება მექანიზმში უცხო სხეულის ან სითხის შეღწევამ განაპირობა;
o    დაზიანება ელ.ქსელის გაუმართაობის (ძაბვის ცვალებადობა), მექანიზმის დანესტიანების, კოროზიის, მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედების, ექსპლუატაციისა და შენახვის წესების ან პირობების დარღვევის, არაკომპეტენტური პირების მიერ ჩატარებული არაკვალიფიციური სარემონტო/სამონტაჟო სამუშაოების შედეგია;



რეკომენდაცია


o    გთხოვთ, დაათვალიეროთ ვიზუალურად თქვენ მიერ შეძენილი მოწყობილობა ყიდვის მომენტში.
o    გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ელექტრო მოწყობილობის წყალში/სითხეში მოთავსება რეკომენდირებული არ არის. აღნიშნული გაფრთხილება ეხება იმ მოდელებსაც, რომლებზეც მწარმოებელი კომპანია ადასტურებს, რომ არის „წყალგამძლე“. იმისათვის, რომ მოწყობილობაში წყალი/სითხე არ შევიდეს, საჭიროა მწარმოებელი კომპანიის მოთხოვნების ზედმიწევნით დაცვა. წინააღმდეგ შემთხვევაში მასში ხვდება სითხე/წყალი. მოწყობილობაში წყლის/სითხის შეღწევის შემთხვევაში, კომპანია იხსნის ვალდებულებას მის შემდგომ საგარანტიო მომსახურებაზე.




საგარანტიო სარემონტო ვადები და პირობები:

დასახელება

საგარანტიო ვადა

100%

მობილური ტელეფონი

3 თვე

  1. სარემონტო მომსახურება
  2. პროგრამული მომსახურება
  3. სათადარიგო ნაწილები

ტაბი

3 თვე

ფოტოაპარატი

3 თვე

სათამაშო კონსოლი

თვე

ნოუთბუქები

12 თვე

 

შენიშვნა

  1. მოწყობილობებზე ორი ან ორზე ნაკლები ჩამქრალი პიქსელი არ ითვლება ქარხნულ წუნად;