ჩვენს შესახებ ინფორმაცია

ჩვენს შესახებ

gaming-laptops.ge არის ონლაინ მაღაზია და დაარსდა 2019 წელს, თუმცა პროფესიონალთა გუნდი, რომელიც მის ეფექტურ მუშაობას უზრუნველყოფს, ფლობს 12 წლიან გამოცდილებას კომპიუტერული ტექნიკის, ინტერნეტ შოპინგის და კლიენტთა მომსახურების ინდუსტრიაში. ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ ახალ, ქარხნულ, ან ჩვენს მიერ განახლებულ ლეპტოპებს, კომპიუტერულ ტექნიკასა და აქსესუარებს, რომელთა შეძენაც ადგილობრივი ბაზრის ფასებთან შედარებით 30-70%-ით ნაკლებად შეგიძლიათ. ამაში კი ჩვენს ვებ-გვერდზე ერთი თვალის გადავლებითაც დარწმუნდებით. თქვენ შეგიძლიათ ნივთის ყიდვა ჩვენთან მოსვლით, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ უფასო საკურიერო მომსახურეობა და ჩვენ შეკვეთიდან მაქსიმუმ 1 საათში მოგიტანთ პროდუქციას ტქვენს მისამართზე.


ჩვენ პასუხს ვაგებთ ჩვენი პროდუქციის უმაღლეს ხარისხზე, რადგან მათ ჩვენი მსხვილი პარტნიორები გვაწვდიან ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ყველა პროდუქტი, მის გამოგზავნამდე, ჩვენი პარტნიორების სერვის ცენტრებში გადიან შემოწმებას. ასევე, ჩვენი ლოკალური სერვის ცენტრები, რომლებიც იღებენ პროდუქციას, ატარებენ დეტალურ, სიღრმისეულ შრომას იმისთვის, რომ ჩვენი პროდუქცია არ ჩამორჩებოდეს ახალს. ახალი პროდუქციის შემთხვევაში ჩვენ ვაწარმოებთ სრულფასოვან სერვისს სერვისს მწარმოებლის პირობებით. ყველა პროდუქტი არის შეფუთული, გაუხსნელი და გამზადებული მისაწოდებლად. ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხის, ორიგინალი პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად.


gaming-laptops.ge -ზე გამოცდილება ყველაზე კომფორტულია, რადგან მხოლოდ ჩვენ გთავაზობთ: ადგილობრივ ბაზარზე 30-70%-ით ნაკლებ ფასებს; პროდუქტის ადგილზე მიტანის სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით; ონლაინ განვადების სერვისს; გარანტიას, აბსოლუტურად ყველა პროდუქტზე; ინდივიდუალურ მიდგომას; და ბოლოს, გარდა პერსონალური კომპიუტერებისა და ნოუთბუქებისა, ჩვენ გთავაზობთ ყველაფერ იმას, რაც გჭირდებათ სახლისა და ოფისისთვის: სერვერებს, კომპიუტერულ კომპონენტებს, საბეჭდ მოწყობილობებს, ქსელურ მოწყობილობებს, პროექტორებს, სხვადასხვა კომპიუტერულ აქსესუარებს და პლანშეტებს.