როგორ შევიძინო ნოუთბუქი?

Gaming-Laptops.ge-ზე პროდუქტის შეძენა მარტივია, რადგან გაქვთ შესაძლებლობა თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი შეძენის გზა აირჩიოთ


შეკვეთა ონლაინ:

სასურველი პროდუქტის კალათში მოთავსების შემდეგ, შედიხართ კალათში და აკლიკებთ ღილაკს „შეკვეთის გაფორმება“. გადადიხართ გვერდზე, სადაც შეგყავთ პირადი მონაცემები და შეკვეთის მიღების მისამართი. ირჩევთ გადახდის სამი მეეთოდიდან ერთ-ერთს: ონლაინ ანგარიშსწორებას, ნაღდ ანგარიშსწორებას კურიერთან, ან საბანკო გადარიცხვას და ამით შეკვეთის გაფორმების პროცესი სრულდება.


რაც შეეხება გადახდის მეთოდებს, აქაც თქვენზე აბსოლუტურად მორგებულ სისტემას გთავაზობთ.

  • საბანკო გადარიცხვა - ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი მეთოდი, როდესაც გსურთ ჩვენთან პროდუქციის შეძენა, როგორც ფიზიკური პირისთვის ისე, კომპანიისთვის. შერჩეულ პროდუქციაზე მოითხოვეთ ინვოისი და გადმორიცხეთ ნებისმიერი ბანკიდან ჩვენი კომპანიის ანგარიშზე. ინვოისის მოწოდება ხდება რამდენიმე წუთში. ცნობისთვის, ჩვენ ვართ დღგ-ს გადამხდელები და გავცემთ ყველა საბუთს.
  • ნაღდით ანგარიშსწორება ადგილზე - ნიშნავს იმას, რომ ამ შემთხვევაში ტრანსპორტირების და შეკვეთის თანხას ჩვენთან გადაიხდით. სასურველია იქონიოთ თანხა ზუსტად.
  • ანგარიშსწორება TBCPay-ს აპარატით - TBCPay-ს აპარატები განთავსებულია საქართველოს ყველა დასახლებულ პუნქტში. ანგარიშსწორება შესაძლებელია იურიდიული პირის ანგარიშზე თანხის შეტანის მეშვეობით. გამოიყენეთ რეკვიზიტები: ს/კ 42001013169. მიუთითეთ შინაარსი: ლეპტოპის ღირებულება: მოდელი (მაგ: Lenovo ThinkPad T440S).


  • შეკვეთა ქოლ-ცენტრში, ტელეფონით:
    თუ თქვენთვის მოუხერხებელია ონლაინ პროდუქტის შეკვეთა, მაშინ შეგიძლიათ ჩვენი ქოლ-ცენტრის მომსახურებით ისარგებლოთ. დარეკეთ ნომერზე (+995) 557 44 42 42 და შეგვიკვეთეთ სასურველი პროდუქტი. ანგარიშსწორება მოხდება ადგილზე, პროდუქციის მოწოდებისას,  ნაღდი ანგარიშსწორებით.  პროდუქციის მიღებისას იქონიეთ ზუსტი თანხა.
    ალტერნატიულად, შესაძლებელია შეკვეთის თანხის საბანკო გადმორიცხვა ან თიბისი ფეით ჩვენს ანგარიშზე თანხის შეტანა, დეტალებისთვის დაგვიკავშირდით.
    თუ იურიდიული პირი ბრძანდებით შესაძლებელია წინასწარ ინვოისის მოთხოვნა, ჩვენ დღგ-ს გადამხდელები ვართ და გამოგიწერთ დღგ-ს ფაქტურას.

    ონლაინ განვადება: ჯერჯერობით არ გვაქვს (იგეგმება)