კონტაქტი და ხშირად დასმული კითხვები - Final Premium

მაღაზიის დროებით დახურვის შესახებ

ჩვენი შოურუმი/მაღაზია არ იმუშავებს 12 ივნისიდან 18 ივნისამდე. ონლაინ შეკვეთების განთავსება შესაძლებელია, თუმცა მათი დამუშავება და დადასტურება დაიწყება 18 ივნისს, 12:00 საათიდან.

თუ გაქვთ საგარანტიო შემთხვევა, სერვისის მოთხოვნა, გადაუდებელი კითხვა ან შეკვეთასთან დაკავშირებული დახმარება გჭირდებათ, დაგვიკავშირდით ონლაინ ჩათში, Telegram-ში, WhatsApp-ში, ტელეფონით ან სხვა ხელმისაწვდომი საკონტაქტო არხით. სერვის ცენტრი აგრძელებს მუშაობას.

გვეწვიეთ
ორშ - პარ 12:00 - 20:00
შაბათი მხოლოდ მიტანა (12:00 - 18:00)
კვირა მხოლოდ მიტანა (12:00 - 15:00)
დაგვიკავშირდით
+995 32 211 11 95 +995 557 444 242
ლაივ ჩატი ონლაინ
Telegram WhatsApp

ხშირად დასმული კითხვები

შეკვეთიდან რამდენ ხანში მოხდება მიწოდება?
  • თბილისი: იმავე დღეს მიწოდება.
  • რეგიონები: მაქსიმუმ 2 სამუშაო დღე (DHL/Georgia Post).
  • ბათუმი: პერსონალური საკურიერო მომსახურება
როგორ შევიძინო ლეპტოპი?
ეს ძალიან მარტივია. განათავსეთ შეკვეთა ონლაინ ან ეწვიეთ ჩვენს ოფისს. შეგიძლიათ აირჩიოთ კურიერით მიწოდება ან გატანა. რაც ყველაზე მთავარია, თქვენ იხდით მხოლოდ პროდუქტის გააქტიურებისა და შემოწმების შემდეგ..
გადახდის მეთოდები
ნაღდი ანგარიშსწორება მიწოდებისას
საბანკო გადმორიცხვა
კრიპტო

ინვოისი ხელმისაწვდომია კორპორატიული კლიენტებისთვის.

გარანტია და თანხის დაბრუნება

თანხის დაბრუნება: შესაძლებელია 48 საათის განმავლობაში, თუ ქარხნული დეფექტი აღმოჩნდება.

გარანტია 1 წლიანი საერთაშორისო გარანტია, ასევე ჩვენი ლოკალური მაღაზიის, მომსახურებას უზრუნველყოფს ტექპოინტი და F1 ცენტრები თბილისზე.

მიწოდება ბათუმის ტერიტორიაზე
ჩვენ გვყავს პერსონალური კურიერი ბათუმში. ჩვენ მოვიტანთ ლეპტოპს თქვენს სახლში, თქვენ მას შეამოწმებთ და მხოლოდ ამის შემდეგ გადაიხდით ნაღდი ანგარიშსწორებით ან გადმორიცხვით.
ლეპტოპები ახალია?
კი. სტატუსი "ახალი" ნიშნავს, რომ ლეპტოპი ქარხნულად დალუქულია და არასდროს არ ყოფილა ჩართული. თქვენ პირველი გახსნით მას.
Windows-ის ოპერაციული სისტემა
ჩვენს ლეპტოპებს მოყვება მწარმოებლისგან წინასწარ დაინსტალირებული Windows-ის უვადო ლიცენზია.
პროდუქცია სტატუსით გზაში
ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი იგზავნება ამერიკიდან (2-3 კვირა). ტაიმერი აჩვენებს ჩამოსვლის სავარაუდო დროს. ფასები შეიძლება ოდნავ შეიცვალოს ჩამოსვლის მომენტისთვის არსებული ვალუტის კურსის მიხედვით.