წესები და პირობები

წესები და პირობები

განახლებულია: 2 თებერვალი, 2024

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე პირობებს gaming-laptops.ge-ს გამოყენებამდე. ვებგვერდზე წვდომით თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით ამ წესებს.

1. სერვისის აღწერა

ჩვენი ვებგვერდი წარმოადგენს ონლაინ შუამავალ პლატფორმას. ჩვენი როლია გავამარტივოთ პროდუქციის შეძენის პროცესი ადგილობრივ ბაზარზე და დაგეხმაროთ აშშ-დან პროდუქციის გამოწერაში.

2. შეკვეთის პროცესი (ადგილობრივი)

  • შეკვეთა: ირჩევთ ნივთს და აფორმებთ შეკვეთას საიტზე.
  • დადასტურება: ჩვენ ვუკავშირდებით გამყიდველს მარაგის გადასამოწმებლად.
  • სტატუსი: მარაგის დადასტურების შემთხვევაში იღებთ შეტყობინებას.

3. ფინანსური პირობები

სრული გადახდა: შეკვეთის დასადასტურებლად საჭიროა სრული თანხის გადახდა.

დეპოზიტი: თანხა ინახება უსაფრთხოდ ნივთის ჩაბარებამდე.

საკომისიო: საიტზე მოცემული ფასი საბოლოოა და მოიცავს ჩვენს მომსახურების საკომისიოს.

4. პასუხისმგებლობა და გარანტია

ჩვენ ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ნივთის ფიზიკურ მდგომარეობაზე (ახალი, დაუზიანებელი) ჩაბარების მომენტში.

საგარანტიო პერიოდი და პირობები მითითებულია თითოეული ნივთის ინდივიდუალურ აღწერაში.

5. მიწოდება და დაბრუნება

  • მიწოდება: ვადები ზუსტდება შეკვეთის დადასტურებისას.
  • გაუქმება: მარაგის დადასტურებამდე გაუქმება თავისუფალია.
  • დაბრუნება: ნივთის დაბრუნება/შეცვლა შესაძლებელია 48 სააათში, თუ მას აღმოაჩნდება ქარხნული წუნი ან არ შეესაბამება აღწერას.

6. სპეციალური შეკვეთები აშშ-დან

ამ სერვისის დროს ნივთი იგზავნება პირდაპირ მომხმარებლის სახელზე.

ყურადღება:
  • მომხმარებელი თავადაა პასუხისმგებელი განბაჟებაზე და დეკლარირებაზე.
  • გადახდა ხდება სრულად, წინასწარ.
  • მოქმედებს მხოლოდ აშშ-ს მაღაზიის საგარანტიო პირობები.

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, ჭავჭავაძის 49ბ
+995 322 11 11 95
+995 557 444 242
support@gaming-laptops.ge