როგორ მოვუაროთ ლეპტოპს რომ ის დიდხანს გვემსახუროს

ის რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ

 

  • • ლეპტოპი ყოველთვის შეინახეთ ბოლომდე დატენილი (დამუხტული ბატარეით) და აუცილებლად სუფთა. აწევის დროს დარწმუნდით რომ წევთ ძირიდან ( არ აწიოთ ეკრანით არასოდეს) ან მყარად გიჭირავთ ისე, რომ რომ აწევის დროს არ გაიხსნას.
  • • თუ ლეპტოპის ჩართულ მდგომარეობაში დატოვება გიწევთ დიდი ხნით ეცადეთ, რომ რამდენიმე დღეში ერთხელ მაინც გამორთოთ და დაასვენოთ დაახლეობით 15 წუთი სანამ ხელახლა ჩართავთ.
  • • აკონტროლეთ და განაახლეთ ოპერატიული სისტემები (Windows ან MacOS) , პერიოდულად წაშალეთ ძველი ან არასასურველი პროგრამები და ფაილები.

 

აპარატურაზე ზრუნვა

  1. ეცადეთ უბედური შემთხვევები მანამდე აიცილოთ სანამ მოხდება.

თქვენი ლეპტოპის დაცვა, როგორც წესი თქვენს სიფრთხილეზეა დამოკიდებული; მოდით ვნახოთ როგორ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ყველაზე გავრცელებული ხარვეზები:

  • • მოაცილეთ საკვები და სასმელი თქვენს ლეპტოპს. როდესაც სვამთ სასმელს ან წამთ რაიმეს ლეპტოპთან მუშაობის ან თამაშის დროს, ეცადეთ ჭიქა და საკვები ლეპტოპისგან დაახლეობით ნახევარი მეტრის მოშორებით მაინც გეჭიროთ. წესად გაიხადეთ, რომ როდესაც წყლიან ჭიქას დგავთ იმ ადგილას სადაც ლეპტოპია, ეს ჭიქა იმ მანძილზე დადოთ, რომ წყლის სითხის დაღვრის შემთხვევაში ლეპტოპი არ დაზიანდეს. იმ შემთზვევაში თუ ჭამა ლეპტოპტან ახლოს გიწევთ, დახურეთ ლეპტოპი, ხოლო თუ ჭამის დროს გსურთ უყუროთ რაიმე ვიდეოს ლეპტოპზე, მაშინ კლავიატურაზე დააფარეთ რამე ისეთი ზედაპირს მქონე ნივთი, რომ მინიმუმამდე დაიყვანოთ სითხის ზედ დაღვის რისკი.
  • • გამოიყენეთ ლეპტოპი უსაფრთხო პირობებში, მოაცილეთ მზის პირდაპირ სხივებს, მოარიდეთ სიცხეს და სიცივეს, მოარიდეთ გათბობის წერტილებს. ზაფხულში, მაღალი ტემპერატურის დროს აუცილებელია რომ ლეპტოპი მყარ ზედაპირზე იდოს და სავენტილაციო არხებს შეუფერხებლად მიეწოდებოდეს ჰაერი.
  • • მოათავსეთ თქვენი ლეპტოპი ბავშვებისგან და ცხოველებისგან შორს

 

  1. შეიძინეთ კომპიუტერის ქეისი.. Купите чехол для компьютера.

ქეისი შეძენა უფრო აუცილებელია იმ შემთხვევაში თუ მიდრეკილი ხართ უბედური შემთხვევებისკენ. ამ შემთხვევაში მყარი გარსის ქონა დაიცავს ტქვენს ლეპტოპს.

  • • ხოლო თუ მოგზაურობა გიწევთ, კარგი იქნება შეიძლნოთ ცანთა, რომელსაც ექნება განყოფილება სპეციალურად ლეპტოპისთვის

 

  1. როგორ მოვექცეთ ბატარეას

  • • ლეპტოპის ქარხნული ბატარეები ნაკლებად სიცოცხლისუნარიანები არიან. ბატარეის სიცოცხლის ხანგრძლივობა მცირდება ყოველ დატენვაზე, ამიტომ უმჯობესია კაბელი შეერთებული იყოს ლეპტოპზე იქამდე, სანამ ბეტარეის გამოყენება არ გახდება აუცილებელი ( მაგ. თუ წახვედით სამოგზაუროდ და წაიღეთ ლეპტოპი).
  • • მუდმივად ჩართულ ლეპტოპს გადატვირთვის საფრთხე ემუქრება. თუმცა თანამედროვე ლეპტოპებს აქვს ბატარეის გადატვირთვისგან დამცავი სისტემა - თუ აღმოჩნდება რომ ლეპტოპი უმეტესად ჩართულია, სისტემა დროდადრო დატენის ბატარეას, რათა გაზარდოს მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა. თუმცა, თუ ლეპტოპს ჩართულს ტოვებთ, უმჯობესია დროდადრო გამორთოთ და რამდენიმე წუთით შეასვენოთ.

 

  1. ლეპტოპის გამოყენების იდელური პირობები.

ლეპტოპის გამოყენებისას ეცადეთ შექმნათ საუკეთესო პირობები შემდეგი წესების დაცვით:

  • • ხელები გქონდეთ სუფთა
  • • მოათავსეთ ლეპტოპი სუფთა და მტვრისგან დაცულ ზედაპირზე
  • • დარწმუნით რომ ლეპტოპი ვენტილირდება და სავენტილაციო არხები არ არის დახურული
  • • ლეპტოპი შეინახეთ ნორმალურ ტემპერატურაზე
  • • თუ გარემო ტენიანია გამოიყენეთ გამაფხვიერებელი

 

 

  1. ხშირად გაწმინდეთ ლეტოპი

თქვენი ლეპტოპის მტვრისაგან, ჭუჭყისგან და ნამცეცებისგან გაწმენდას და გასუფთავებას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება :

  • • კლავიატურა
  • • სავენტილაციო არხები
  • • ეკრანი

 

  1. ფრთხილად დაუკავშირეთ პერიფერიული მოწყობილობები

პერიფერიული მოწყობილობები არის ის მოწყობილობები, რომელთაც თქვენ აერთებთ ლეპტოპზე: USB მეხსიერების ბარათები, პრინტერები, ყურსასმენები და ა.შ. მათი შესაერთებელი პორტები შესაძლოა განსხვავდებოდეს, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ კონექტორის ფორმასა და ზომას სანამ შეაერთებთ პორტში.

 

 

  1. არ დაადოთ ლეპტოპს ზემოდან სხვადასხვა ნივთები

მძიმე ნივთები (ეს შესაძლოა ასევე იყოს: ტანსაცმელი, ტელეფონი, წიგნები) შესაძლოა დააწვეს LCD ეკრანს კლავიატურისკენ და დაზიანდეს ეკრანი

 

  1. დაიჭირეთ და ასწიეთ ლეპტოპი მისი ძირიდან ( საყრდენიდან), აუცილებლად დახურეთ ეკრანი სანამ დაიწყებთ მის ტრანსპორტირებას და აწევას.

  • • თუ ლეპტოპს ეკრანით აწევთ შესაძლოა თითების დაჭერით დააზიანოთ. ასევე შესაძლოა დაზიანდეს ეკრანის და ძირის სამაგრები
  • • თუ ტრანსპორტირებისას დაგივარდებათ ლეპტოპი, დახურულ მდგომარეობაში დიდ შანსია რომ მხოლოდ გარსი დაზიანდეს და ეკრანი და კლავიატურა გადარჩეს
  • • ლეპტოპის გახსნილად ტრანსპორტირებისას უმჯობესია ერთი ხელით ძირი გეჭიროთ, ხოლო მეორე ხელით გვერდი.
  1.  დაიცავით ეკრანი

კიდევ ერთი მიზეზი რის გამოც თქვენი ლეპტოპის ეკრანი ზიანდება არის ის, რომ დახურვის დროს ის ეხება კლავიატურას, რომელიც ხშირ შემთხვევაში არის მტვრიანი, ზეთიანი და საჭმლის ნამცეცებით სავსე. პრობლემის მოგვარება შეიძლება დაკეცვამდე კლავიატურაზე ქაფის ან პლასტმასის თხელი ნაჭრის დაფარება.

 

  1. როდესაც ხსნით ლეპტოპის გამოიყენეთ ერთზე მეტი თითი და დარწმუნდით, რმ ლეპტოპის ძირი მყარად გიჭირავთ.

  • • თუ ლეპტოპის გახსნას ან დახურვას ძირის სტაბილურად დაჭერის გარეშე ცდილობთ, ეს ახდენს ზეწოლას ძირისა და ეკრანის დამჭერებზე, იზრდება ზედაპირიდან ჩამოვარდნის საფრთხე
  • • ამ ყოველივეს თავიდან ასარიდებლად ეცადეთ გამოიყენოთ რამოდენიმე თითი