გეიმინგ აქსესუარების არჩევა
კოვიდ-19 ვირუსის შემდეგ თამაეშბი გახდა ერთი დიდ სამყარო. ამან კი ხელი შეუწყო უდიდესი მედია პლატფორმის შექმნა, რომელიც მოიცავს Youtube, Twitch, Facebook და ა.შ. ეს უამრავი გეიმერის დიდი ხნის ოცნება იყო. ყოველივე ეს კი იწვევს მზარდ კონკურენციას თამაშების სფეროში და გეიმერებში. იმისათვის რომ იყოთ საუკეთესო თქვენ აუცილებლად გჭირდებათ საუკეთესო გეიმინგ აქსესუარები.
ამ სტატიაში შევეცდებით გითხრათ რატომ უნდა გქონდეთ საუკეთსეო გეიმინგ ასესუარები, რა უნდა იცოდეთ მათი შერჩევისას და რა უნდა გაითვალისწინოთ, ასევე შევეცდებით მოგაწოდოთ ინფორმაცია ბაზარზე არსებული საუკეთესო ვარიანტების შესახებ.
რა არის გეიმინგ აქსესუარები?
სათამაშო აქსესუარები, ეს ის მოწყობილობებია, რომელიც გეიმერს ეხმარება უკეთესად ითამაშოს, ვიდრე მხოლოდ გამოიყენოს მაუსი ან კლავიატურა. აქსესუარები ასევე ეხმარება რომ შეიძინოს მეტი გამოცდილება თამაშის დროს. ასევე აქსესუარები გეიმერს ეხმარება სტრიმინგის დროს შეუფერხებლად გადასცეს ცოცხალი მოქმედება. სათამაშ აქსესუარები ალბათ უმრავლეობამ იცით უკვე, თუმცა მაინც ცამოვთვლით, ესენია: კონტროლერები, სათამაშო კლავიატურები, ჯოისტიკები, სათამაშო კლავიატურები, ყურსასმენები, მაუსი, ვებკამერები და ხმის სისტემები.
კარგი და ხარისხიანი აქსესუარები ეხმარება გეიმერს იყოს საუკეთესო და ამისთვის უქმნის მას დიდ კომფორტს. მაგალითად, თუ მომხმარებელს აქვს მაღალი გარჩევადობის მონიტორი იგი მიიღებს მარალი ხარისხის გამოსახულებას და საუკეთესო გრაფიკას, და თუ მონიტორი თანამედროვე სისტემისაა და რკალისებურია იძლევა უფრო რეალისტურ შეგრძნებებს და მოთამაშეს ანიჭებს განსაცვიფრებელ გამოცდილებას. ხოლო სატამაშ ინდტრუმენტების მრავალფეროვნებამ ააყვავილა გეიმინგ აქსესუარების წარმოების მთელი ინდუსტრია.
რა ფაქტორების გათვალისწინებით უნდა შეარჩიოთ გეიმინგ აქსესუარები
გეიმინგ აქსესუარების არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ რამოდენიმე ძირითადი ფაქტორი. მოდით ვნახოთ რა ფაქტორების გათვალისწინება მოგიწევთ სანამ შეარჩევთ თქვენს გაჯეტებს:
პერფორმანსი
ნებისმიერი გაჯეტი, რომელსაც შეარჩევთ, იქნება ეს კლაიატურა, მაუსი ან სხვა რაიმე გაჯეტი, უნდა გამოირჩეოდეს მაღალი პერფორმანსით ( მუშაობის სისწრაფე, მაგ. მაუსის მოძრაობის სისწრაფე, მოქნილობა და ა.შ.), რადგან თქვენ მას გამოიყენებთ დიდ დატვირთვით და დიდი ხნის მანძილზე.
გამძლეობა
მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის გამძლეობა. ყველა გეიმერს მოსწონს გამძლე გაჯეტები, რადგან თამაშის ხანგრძლივობა, განსაკუთრებით სტრიმინგის დროს, ზოგჯერ დიდია, ხან უხეშიც კი და გამძლე გაჯეტი ამ დროს აუცილებელია. მარკეტში შეასძლოა ნახოთ უამრავი კაბელიანი თუ უკაბელო გაჯეტი. უკაბელო გაჯეტებიც საკმად გამძლე და მყარია, ბატარეაც საკმაოდ დიდ მოცულობის აქვს ბევრ მათგანს, ამიტომ შეგიძლიათ თამამად შეიძინოთ ისინი.
ფასი
ზემოაღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე შემდეგი მთავარი რამ, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია არის ფასი. ბაზარზე არსებული მრავალფეროვანი პროდუქტიდან გამომდინარე ფასიც სხვადასხვა გვხვდება და ზოგჯერ საკმაოდ ძვირიც. თუმცა მრავალფეროვნებიდან გამომდინარე შესაძლოა მსგავსი სპეციფიკაციის გაჯეტები შეიძნოთ სხვადასხვა ფასად. დამწყებ გეიმერებს შეუძლიათ შეიძინონ ისეთ გაჯეტები რაც მათ ბიუჯეტში ჯდება და შემდეგ გადვიდნენ შედარებით ძვირიანზე.
აუცილებელი გეიმინგ აქსესუარები
თქვენთვის აუცილებელი გეიმინგ აქსესუარები უნდა შეარჩიოთ იქიდან გამომდინარე, თუ რა ტიპის თამაშებს თამაშობთ. მაგალითად, თუ თამაშობთ რბოლებს, დაგჭირდებათ საჭე, სიჩქარის გადამრთველი, სატერფულები და შესაძლოა სარბოლო გეიმინგ სავარძელიც შეიძინოთ. ხოლო კლავიატურა და მაუსი იკი ეს ის ორი აუცილებელი რამაა რაც ყველა ვარიანტში დაგჭირდებათ.
სათამაშო მაუსი
კარგი სათამაშო მაუსი ნებისიერი გეიმერისთვის შეუცვლელი გაჯეტია. კარგი მაუსით გეიმერს შეუძლია ითამაშოს მაღალი სიზუსტით და მაღალი პერფორმანისით. როდესაც ეძებთ კარგ მაუსს თქვენი კომპიუტერისთვის უნდა მოძებნოთ მაღალი სიზუსტის, გამძლეობის და ერგონომიული დიზაინის. ასევე კარგ მაუსს უნდა შეურჩიოთ კარგი მაუს პადიც.
გეიმინგ კლავიატურა
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გეიმინგ კლავიატურის შერჩევა. გეიმინგ კლავიატურა აუცილებლად მაღალი ხარისხის და სრული ზომის უნდა იყოს, უნდა ქონდეს განათება და ზოგ მათგანს აქვს ასევე სასიამოვნო დაწკაპების ხმა. გეიმინგ კლავიატურას ასევე უნდა გააჩნდეს დამატებითი კლავიშები, რომელთა დაკონფიგურირება შეგვეძლება სხვადასხვა საჭიროებისამებრ.
გეიმინგ მონიტორი (ეკრანი)
თუ გსურთ თამაშების სფეროში სწრაფად განვითარდეთ და რანკშიც წინ წაიწიოთ აუცილებელია კარგი გეიმინგ მონიტორი. გეიმინგ მონიტორის შერჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ: მაღალი გარჩევადობა, განახლების სიხშირე ( ჰერცები Hz) და ფართო ეკრანი მოხრის კუთხით.
სათამაშო ყურსასმენები
ყველა გეიმერმა იცის რომ კარგი ყურსასმენი ეს თამაშის განუყრელი ატრიბუტია, კარგი ყურსასმენი იძლევა განუმეორებელ გამოცდილებას თამაშის დროს. ბევრ თანამედროვე თამაშში ხმის კარგი გარჩევა აუცილებელია მოწინააღმდეგის გამოსავლენად ( მაგ. COD, PUBG, Battlefield და ა.შ. ). ხმის კარგი გარჩევა ირიბად აუმჯობესებს თქვენი თამაშის ხარისხს და გაძლევთ უპირატესობას სხვა მოთამაშეებთან შედარებით.
გეიმპადი
გეიმპადი ძალიან მოსახერხებელია იმ თამაშებისათვის, სადაც რთულია კლავიატურისა და მაუსის გამოყენებით თამაშის კონტროლი. მნიშვნელობა არ აქვს იყენებთ სადენიან თუ უსადენო გაჯეტებს, თამაშის დროს მათი ზუსტი კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია და ამაში კარგი გეიმპადი მნიშვნელოვნად შეგიწყობთ ხელს.
გეიმინგ სავარძელი
და ბოლოს გეიმინგ სავარძელის დროც მოვიდა. კომფორტული, გამძლე და მრავალფუნქციური გეიმინგ სავარძელი ეს თქვენი პრესტიჟის საქმეცაა. ის თქვენს გეიმინგ სეტს უფრო მიმზიდველს ხდის და სტრიმნგის დროს ულამაზესად გამოიყურება. გეიმინგ სავარძელის წყობა თქვენა ჯანმრთელობასაც უწყობს ხელს, ნაკლებად ტვირთავს თქვენს ხერხემალს დიდი ხნით თამაშის დროს, გაძლევთ საშუალებას რომ ითამაშოთ შეუფერხებლად და სიმშვიდის შენარჩუნებით.
დასკვნა
საბოლოოდ კარგი ხარისხის გეიმინგ აქსესუარებში თანხის ინვესტირება და თანხის გადახდა არის სწრაფი და საუკეთესო საშუალება, რომ გეიმინგ კიბეზე სწრაფად წაიწიოთ წინ. სწორი გეიმინგ აქსესუარებისშ ერჩევა და კონფიგურაცია მხოლოდ გააუმჯობესებს თქვენს ზეაღსვლას გეიმნგ სამყაროში.