როგორ შევარჩიოთ Gaming Laptop-ი

უკვე რამდენიმე წელია რაც ვიდეო დაფების (GPU) ფასები მცირდება და კიდევ უფრო შემცირდება, რაც გეიმერებს საშუალებას აძლევს ხელმომჭირნე აღარ იყონ გეიმინგ ლეპტოპის შერჩევის დროს შეიძნინონ იმ სიმძლავრის ლეპტოპები, რაც მათ სურთ. მაგრამ ახლა საკითხავი ისაა როგორ უნდა შევარჩიოთ სწორი გეიმინგ ლეპტოპი ჩვენი საჭიროებებიდან გამომდინარე. თანამედროვე ლეპტოპები ხელმისაწვდომია თითქმის ყველა ზომის და ფორმის, მთავარი ისაა გაუძლებს თუ არა ის იმ თამაშებს რასაც ჩვენ ვთამაშობთ და რამდენად გამოსადეგ იქნება პერიფერიული მოწყობილობებისთვის. ხშირად დესკტოპ კომპიუტერს არჩევენ იმის გამო, რომ მას აქვს მეტი შესაძლებლობა მომავალში განახლების და გაუმჯობესებისათვის. მაგრამ იმის გამო რომ დესკტოპ კომპიუტერი დიდ ზომის მოწყობილობაა, ის აუცილებლად დაკავშირებული უნდა იყოს მონიტორთან და კლავიატურასთან და უნდა იდგას სტატიკურად ერთ ადგილას და თქვენ შეძლებთ მხოლდ ამ ერთ განსაკუთრებულ ადგილას თამაშს. თუ გსურთ რომ გქონდეთ მარალი ხარისხის აპარატურა და ითამაშოთ იქ სადაც გინდათ, მაშინ ლეპტოპი არის ის იდეალური მოწყობილობა რომელიც თქვენ გინდათ. მაგრამ სანამ ლეპტოპს შეარჩევდეთ, არსებობს იმაზე ბერად მეტი დეტალი რაც უნდა გაითვალისწინოთ, ვიდრე ბატარეის ხანგრძლივობაა.

 

დისპლეი (ეკრანი)

თუ თქვენ ძირითადად სახლში თამაშობთ, მაშინ შეიძლება გქონდეთ დამატებითი მონიტორი, რომელსაც იყენებთ თამაშის დროს, მაგრამ თუ ხშირად გიწევთ გარეთ გასვლა ლეპტოპით ხელში და სხვადასხვა ადგილას ტამაში, მაშინ ლეპტოპის კარგი ეკრანი საჭიროა. ზოგადად ლეპტოპის ეკრანის ზომები 13, 15, 17 ინჩია. თუმცა შესაძლოა უფრო დიდ ეკრანის, მაგრამ დიდი ეკრანი ლეპტოპს მოუხერხებელს გახდის, მაგრამ დიდ ეკრანი ხომ უკეთესია, ასე არაა?

მას შემდეგ რაც ეკრანის ზომას შეარჩევთ, არის კიდევ ერთი ასპექტი - გარჩევადობა, ანუ იმ პიქსელების რაოდენობა რომელიც ჩანს ეკრანზე. რაც უფრო მაღალია გარჩევადობა, მით უფრო ნათელია გამოსახულება. ახალ ლეპტოპებს აქვთ 1440p/4k ეკრანი, ხოლო შედარებით მოძველებულებს 1080p.

ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია განახლების სიხშირე. განახლების სიხშირე, არის ის, თუ ეკრანს წამში რამდენი ახალი სურათის ჩვენება შეუძლია. განახლების სიჩქარე იზომება ჰერცებში(Hz). თითეული ჰერცი უდრის ერთ სურათს. მაგალითად, 100Hz-იანი ეკრანი წამში აჩვენებს 100 სურათს. რაც მაღალ ჰერციანია ეკრანი უფრო კარგია. Gaming-Laptop გირჩევთ მინიმუმ 144 Hz-იან მონიტორს, რთა ტამაშის დროს მიიღოთ მაღალი ხარისხის გამოსახულება.

მაშ ასე, ჯერ არ დაგვიმთავრებია, ეკრანი ეს მხოლოდ მწვერვალია ოკეანეში დამალული აისბერგისა. იმისათვის, რომ თქვენი ლეპტოპის ეკრანმა შესაბამისი გამოსახულება მოგაწოდოთ, დაგჭირდებათ კარგი ვიდეო დაფა ( იგივე ვიდეო კარტა (GPU)) და პროცესორი (CPU).

 

 

პროცესორი (CPU)

  • პროცესორი – (CPU – Central Processing Unit) ეს არის მიკროსქემა, რომელიც თქვენი ლეპტოპის უმთავრეს ნაწილს წარმოადგენს, პროცესორი მართვს თქვენს ლეპტოპს და აწარმოებს ყველა სახის გამოთვლით ოპერაციებს, ანუ ახდენს ინფორმაციის გადამუშავება. კომპიუტერის სწრაფქმედება და წარმადობა დიდადაა დამოკიდებული პროცესორის მახასიათებლებზე.
  • არსებობს რამოდენიმე სპეციფიკაცია, რის მიხედვითან შეგიძლიათ შეარჩიოთ CPU. მაგ. Clock Speed, ბირთვების რაოდენობა, ტაქტიკური სიხშირე და ა.შ.
  • • Clock Speed: განსაზღვრავს, თუ რამდენად სწრაფად იღებს პროცესორი და ასრულებს ინსტრუქციებს. რაც მაღალის სიხშირე, მით უფრო სწრაფია პროცესორი. პროცესორის სიჩქარეც იზომება ჰერცებში (Hz). Clock Speed სიჩქარე არის ციკლების რაოდენობა, რომელსაც თქვენი CPU შეუძლია დაასრულოს წამში.
  • • ბირთვების რაოდენობა: პროცესორები განსხვავდებიან ასევე ბირთვების რაოდენობით, არსებობს 1, 2, 4, 6, 8, 12 და 16 ბირთვიანი პროცესორები. ბირთვი პროცესორის ის ნაწილია სადაც ძირითადად ინფორმაციის გადამუშავება ხდება, უხეშად რომ ვთქვათ ტვინი, შესაბამისად რაც უფრო მეტ ბირთვიანია პროცესორი მით სწრაფად იმუშავებს კომპიუტერი, რადგან დროის ერთეულში იმდენჯერ მეტი ინფორმაცია მუშავდება რამდენ ბირთვიანიცაა.
  • ბაზარზე ასევე სესაძლებელი შეიძინოთ ისეთი ტიპის პროცესორები, რომელთაც აქვთ OverCklocking საშუალება, ეს ნიშნავს, რომ თქვენს თქვენი პროცესორი გადალახავს და დაძლევს მის ლიმიტებს. მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ რაც უფრო სწრაფად მუშაობს თქვენი CPU, მით უფრო ცხელდება ის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მრავალი პრობლემა თქვენს სისტემაში, განსაკუთრებით ლეპტოპთან, სადაც გაგრილება შეიძლება შეფერხდეს! ასე რომ, იმისათვის, რომ გაახანგრძლივოთ თქვენი ახალი ლეპტოპის სიცოცხლის ხანგრძლივობა, დარწმუნდით, რომ მიჰყვებით თქვენს აპარატურულ სახელმძღვანელოებს, თუ როგორ უნდა გადატვირთოთ და დარჩეთ უსაფრთხოდ.

 

 

ვიდეო დაფა(GPU)

GPU (გრაფიკული დამუშავების ერთეული) ქმნის პიქსელებს, რომლებიც ქმნიან სურათს ეკრანზე. ის მუშაობს CPU-სთან ერთად, რომ უზრუნველყოს მაღალი ხარისხის გლუვი გამოსახულება, კადრების მღალი სიხშირე და მაღალი გარჩევადობა თამაშის დროს.

ყველა ლეპტოპს აქვს GPU, თუმცა უმეტესობაში, განსაკუთრებით დაბალბიუჯეტიანებში, ის ინტეგრირებულია დედაპლატაში და სრულიად საკმარისია ჩვეულებრივი მომხმარებლისათვის. მაგრამ თქვენ თუ ხართ გეიმერი დაგჭირდებათ მეტი სიმძლავრე, რისთვისაც დაგჭირდებათ მეტი სიმძლავრის მქონე GPU. გეიმინგ ლეპტოპების უმეტესობაში გვაქვს GeForce GTX GPU ქარხნულად. ეს ვიდეო ბარათი მის დესკტოპ ვერსიასთან შედარებთ ნაკლებად მძლავრია, მაგრამ მსიის ოპტიმიზაცია გავძლევს საშუალებას, რომ მან კარგად შეასრულოს შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები.